,,დინამო’’ ბათუმი ეროვნული ლიგის ლიდერია

03 ივნისი 2019, 12:26 1236 ნახვა

,,დინამო’’ ბათუმმა ეროვნულ ლიგაში მეთორმეტე მოგება მიითვალა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეჩვიდმეტე ტურის მატჩში ბათუმში ანგისის ბაზაზე ,,დინამომ’’  ,,რუსთავი’’ მიიღო და 2:1 დაამარცხა. შეხვედრის 27-ე  წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა საჯარიმო დარტყმით დააწინაურა შავიზღვისპირელები. 45-ე წუთზე კი ნიკოლაი ყიფიანმა წონასწორობა აღადგინდა.შესაბამისად პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

70-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ვალერიან თევდორაძემ და ნიკა საბანაძემ კარგი კომბინაცია გაითამაშეს და საბანაძემ   გამარჯვების გოლი გაიტანა. შეხვედრა ბათუმელების სასარგებლოდ 2:1 დასრულდა. ჩვიდმეტი ტურის შემდეგ ,,დინამოს’’ 37 ქულა აქვს და ეროვნული ლიგის ლიდერია. 35 ქულით მეორე ადგილზე „საბურთალო“ მესამეზე კი 29 ქულით დინამო თბილისია. ’’დინამო’’ ბათუმი შემდეგ შეხვედრას 15 ივნისს თბილისში ,,ლოკომოტივის’’ წინააღმდეგ გამართვას.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში