ტურიზმი, ჩვენი რეგიონისთვის რომ მთავარი ეკონომიკური სარგებლის მომტანია, არა ახალია. არც ისაა სიახლე, რომ მიუხედავად მცდელობებისა, ამ სფეროში, ჯერ კიდევ უამრავი პრობლემაა და მათი გადაჭრა, წლებია ვერ ხერხდება.
ხელისუფლებების პასუხებიც წლიდან წლამდე იდენტურია - ვმუშაობთ, ვგეგმავთ, მოვაგვარებთ. მიუხედავად ამ დაპირებებისა, ხარვეზები და პრობლემები არ ილევა და რაც ყველაზე მთავარია, ტურისტების აჭარისადმი გაზრდილი ინტერესის პარალელურად, უფრო თვალშისაცემი ხდება. დღეს ზაფხულის პირველი დღეა, სულ მალე კი სხვადასხვა ქვეყნიდან ზღვისპირა ქალაქს, დამსვენებლების ნაკადი მოაწყდება.