გარემოებები რომლებიც, პროკურატურამ დაასახელა, რა თქმა უნდა კითხვებს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აჩენდა. უფრო მეტს თუ რა ხდებოდა გასულ წლებში ამ პროექტის ირგვლივ, ამის შესახებ ცოტა ხანში მოგიყვებით მანამდე კი რა თქმა უნდა შეფასებები - ჩვენ გვახსოვს მთავრობის თავმჯდომარის , რომელიც თორნიკე რიჟვაძემ 30 აპრილს გააკეთა - იგი კორუფციასთან ბრძოლაზე და საკადრო ცვლილებებზე საუბრობდა - ერთი თვის თავზე კი ვხედავთ რომ აკავებენ მაღალჩინოსნებს. გულისხმობდა თუ არა იგი ამ საქმეს - ამ კითხვისთვის დღეს თორნიკე რიჟვაძეს არ უპასუხია. თქვა, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ უნდა დაირღვეს.