ამირან გამყრელიძე: სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევა ივნისში დაიწყება

29 მაისი 2019, 21:14 1185 ნახვა

მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება იმ ოჯახების სიღრმისეული შესწავლა, სადაც ბავშვებში ტყვიის შემცველობის მატება დაფიქსირდა. შესწავლის მიზანი ტყვიის წყაროს დადგენაა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 16 ოჯახში, სადაც ძალიან მომატებული იყო ტყვიის შემცველობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის, პედიატრისა და გარემოს სააგენტოს სპეციალისტისგან შემდგარი ჯგუფი უკვე შევიდა. ამ ეტაპზე არაა დაწყებული სათამაშოებსა და საღებავში ტყვიის შემცველობაზე კვლევა, თუმცა გამყრელიძე ირწმუნება რომ ამ მიმართულებით სამუშაოები გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი