მუზეუმების გაერთიანების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

29 მაისი 2019, 12:01 3141 ნახვა

ბათუმში, მუზეუმების გაერთიანების დირექტორი თამუნა ორაგველიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს - ინფორმაციას ადასტურებენ განათლების სამინისტროშიც.  

როგორც უწყებაში გვითხრეს, გათავისუფლების შესახებ განათლების სამინისტროს  წარდგინებას ხელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მოაწერა.  წარდგინება კი, აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ბაგრატ მანველიძეს ეკუთვნის. 

საკადრო ცვლილებებზე გადაწყვეტილებები აჭარის მთავრობაში, ახალი მისნიტრის დანიშვნამდე მიიღეს.  

თამუნა ორაგველიძე, დაახლოებით ერთი წლის წინ დაინიშნა მუზეუმების გაერთიანების დირექტორად, რეფორმის შედეგად, ბათუმში არსებული ყველა მუზეუმი ერთ სტრუქტურაში მოექცა.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, დირექტორების გაერთიანების ხელმძღვანელს, თამუნა ორაგველიძეს დაუკავშირდა.  ის ამბობს, რომ მისთვის ამის შესახებ, არავის უცნობებია. 

რეფორმა ინგა შამილიშვილის დროს გატარდა, სწორედ მის კადრად ითვლებოდა თამუნა ორაგველიძეც. 

როგორც ცნობილია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი თორნიკე რიჟვაძემ 26 მაისს გაათავისუფლა თანამდებობიდან. გათავისუფლების მიზეზი, დამოუკიდებლობის დღეს, ფესტივალის ფარგლებში, რუსეთის მონაწილეების მიერ ცენტარლუ ქუჩაზე აფრიალებული რუსული დროშები გახდა. 

თორნიკე რჟვაძის გადაწყვეტილება, ყოფილმა მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, როგორც თავად განაცხადა მედიისგან გაიგო. მის მტკიცებით, თანამდებობიდან მოხსნის შესახებ მისთვისაც არავის უცნობებია. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში