ქართული კულტურის ცენტრის კომისიის სხდომა

22 მარტი 2023, 17:56 732 ნახვა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად სამთავრობო კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის პირველადი არქიტექტურული ესკიზი და საპრეზენტაციო მასალები პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს წარედგინათ. წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე მომზადებულ მასალებს კომისიის წევრები იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად შექმნილი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომის ფარგლებში გაეცნენ. დღესვე კომისიის წევრებმა განიხილეს ცენტრის მშენებლობისთვის განსახორციელებელი შემდგომი ღონისძიებები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში