აჭარის მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატების დოკუმენტებს მრჩეველთა საბჭო დღეს განიხილავს 

27 მაისი 2019, 12:21 1815 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა დღეს  16 საათზე გაიმართება. საბჭოს წევრები მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე  წარდგენილ განცხადებებს  განიხილავს. დღევანდელ სხდომაზე  ასევე განისაზღვრება  კანდიდატებთან  გასაუბრების დრო. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  დირექტორობის სურვილი 9 კანდიდატმა გამოთქვა. დირექტორის პოსტი ვაკანტური 2019 წლის 19 აპრილს გახდა. მრჩეველთა საბჭოს 4 წევრმა, მოქმედ დირექტორს ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი გამოუცხადა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი