ექსკლუზიური ინტერვიუ ზაზა ფაჩულიასთან

23 მაისი 2019, 18:00 2050 ნახვა

NBA-ის ორგზის ჩემპიონი და დეტროიტ პისტონსის ცენტრი ზაზა ფაჩულია ოჯახთან ერთად ბათუმშია და ის JUNIOR NBA- ჯგუფური ეტაპის პირველი წრის თამაშებს ესწრება. შეჯიბრებაში 5 გუნდი მონაწილეობს მათ შორის ზაზა ფაჩულიას აკადემია ბათუმის ორი გუნდი ოზურგეთის და ფოთის გუნდები. აჭარის ტელევიზიამ ზაზა ფაჩულიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

ზაზამ მის სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა. თქვა რომ შესაძლოა მისი ასაკიდან გამომდინარე წელს სპორტული  კარიერა დაასრულოს.ზაზას პისტონსთან ხელშეკრულების ვადა სეზონის ბოლოს გასდის და ის თავისუფალი აგენტი ხდება.

სატრანსფერო ბაზარი კი ივნისში გაიხსნება.ზაზამ გოგა ბითაძის კარიერაზეც გვესაუბრა თქვა რომ ის მაქსიმალურად დაეხმარება რომ გოგა NBA-ში ადაპტაცია მარტივად გაიაროს. დღეს ცნობილმა ქართველმა კალათბურთელმა  პატარა სპორტსმენებს ავტოგრაფები დაუტოვა. უფრო ვრცლად ზაზა ფაჩულიას ინტერვიუს 9 საათიან მთავარ გამოშვებაში შემოგთავაზებთ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში