სარფის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი მიწების საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ.
მოსახლეობა ამბობს, რომ ვერ ახერხებენ მამაპაპისეული მიწების დარეგისტრირებას, რაშიც სახელმწიფოს ადანაშაულებენ. მიწების რეგისტრაციას ის ოჯახებიც მოითხოვენ ვისაც მიწების სარგებლობაში აქვთ.