მოსახლეობის ინფორმაციით, წერეთლის ქუჩის პირველ ნომერში წვიმის გამო სავალი ბილიკი დაიტბორა. მოსახლეობის ინფორმაციით, პრობლემა 3 წელია რაც აწუხებთ, არაერთხელ მიმართეს მერიას, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოში აცხადებენ, რომ ტერიტორიას შესაბამისი ჯგუფი შეისწავლის.