დაკავებული ფეხბურთელები და ჩაწყობილი მატჩები, ფეხბურთელებს ბრალი უკვე წაუყნეს, საფეხბურთო საზოგადოება სუსის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლენილ გარიგებული შეხვედრების სავარაუდო ფაქტს ემიჯნება და გმობს, მათ შორის არიან დინამო ბათუმის მესვეურები.
8 მოქმედ და 3 ყოფილ ფეხბურთელს ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინეს. მათ გამოძიება საფეხბურთო მატჩების შედეგების ჩაწყობას და გაყიდვას ედავება, რის შედეგადაც სპორტსმენები 100 ათას ლარამდე თანხას დაეუფლნენ. გარიგებული მატჩების სკანდალში ლანჩხუთის „გურიას“ 2 „ვიტ ჯორჯიას“ 5 და კლუბ „ჭიათურას“ 1 ფეხბურთია გარეული. საუბარია 2 გაყიდულ მატჩზე , რომლებშიც წინასწარი შეთანხმებით 2-ბურთიანი სხვაობა უნდა დაფიქსირებულიყო.
11-ვე დაკავებული ფეხბურთელი დუმილის უფლებას იყენებს .„ვიტ ჯორჯიას“ დაკავებული ფეხბურთელის ადვოკატი, შოთა მანელიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ბრალს არ აღიარებს ასევე "ვიტ ჯორჯიას" კიდევ ერთი დაკავებული. ადვოკატის რამაზ ჩინჩალაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ გამორიცხავს, რომ დანაშაულის პროვოკაცია მომხდარიყო. ეს კი ადვოკატის თქმით, იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, ის დაიყოლიეს დანაშაულის ჩადენისთვის. ადვოკატის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სამსახურის მიერ მიგზავნილ ადამიანს ორჯერ უთხრეს უარი თამაშის გაყიდვაზე ამ სპორტსმენებმა.
გამოძიების მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს არც ლანჩხუთის „გურიას“ დაკავებული ფეხბურთელი. ადვოკატი მაია ყანადაძე ამბობს, რომ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ დეტალურად ისაუბრებს მომხდარზე.დღეს სატელეფონო კომენტარი გააკეთა ლანჩხუთის „გურიას“ ფეხბურთელის რობერტ იმერლიშვილის მეუღლემ რომელმაც თქვა რომ წაყენებული მუხლი პატიმრობას არ ითვალისწინებს და მას გირაოთი გამოუშვებენ.
სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე და დაკავებული ფეხბურთელების საქმეზე დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კლუბ ბათუმის დინამოში .საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ამბობს რომ გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული პირები მოედანს ვეღარ იხილავენ და ამის გარანტიას თავად იძლევა.ბათუმის დინამოს სპორტულმა დირექტორმა კი კიდევ ერთხელ განუმარტა საზოგადოებას რომ არც ადრე და არც ახლა დინამო ბათუმს გარიგებულ მატჩებთან კავშირი არ აქვს. დღეს ჩვენთან კომენტარი გააკეთა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ. მიხეილ ყაველაშვილის თქმით გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა ივნისში გაიმართება, ასევე შეიქმნება სპეციალური დეპარტამენტი რომელიც მსგავსი ფაქტების აღკვეთის მიზნით პრევენციულ ღონისძიებებს გაატარებს.
სუსის განცხადების მიხედვით ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მატჩის შედეგებზე. მათ, ჯამში, მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.დაკავებულია ვიტ ჯორჯიას 5 ლანჩხუთის გურიას 2 და ჭიათურის ერთი ფეხბურთელი ასევე სამი ყოფილი ფეხბურთელი.