ბათუმი „დინამოსა“ და „ვიტ-ჯორჯიას“ მატჩის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ვიტ ჯორჯიას 5 ფეხბურთელი, ბათუმში, დინამოსთან თამაშის შემდეგ აიყვანა. სუს-ში დაკავების ფაქტი გუშინ დაგვიდასტურეს, დამატებითი ინფორმაციის გავრცელებას მათგან დღეს ველოდებით.
სუსი-ი "ვიტ ჯორჯიას" სავარაუდოდ გარიგებულ მატჩებს ედავება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქმე "რუსთავისა" და "ვიტ ჯორჯიას" შორის გამართულ მატჩს ეხება, სადაც ვიტ ჯორჯიას 3-2 დამარცხდა. გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში 2-0 ლიდერობდა, თუმცა ბოლო 10 წუთში, მათ კარში სამი გოლი გავიდა.
დღეს გახდა ცნობილი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლანჩხუთის „გურიის“ ფეხბურთელებიც დააკავეს. გუნდის დირექტორი ადასტურებს 1 სპორტსმენის დაკავების ფაქტს. ამბობს, რომ კიდევ ერთ ფეხბურთელს ედავებიან სავარაუდოდ მატჩის გარიგებას.
დილიდან, გურიის ლანჩხუთის 4 ფეხბურთელის დაკავებაზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა კლუბში არ ადასტურებენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაზუსტებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ანტიკორუფციულმა სააგენტომ 24 საათის განმავლობაში 6 ფეხბურთელი დააკავა.
ბათუმის დინამოს სპორტული დირექტორის ასლან ბალაძის თქმით „დინამო“ „ვიტ ჯორჯიას“ თამაშზე დაახლოებით 10-მდე სახელმწიფო უსაფრთხოების ავტომობილი და წარმომადგენლები იმყოფებდა, რომლებმაც გასახდელიდან უხმაუროდ აიყვანეს "ვიტ ჯორჯიას" 5 ფეხბურთელი. ასლან ბალაძე ყველა იმ პიროვნების მკაცრად დასჯას მოითხოვს, რომლებიც გარიგებულ მატჩებთან არიან კავშირში.