მერების რიგგარეშე და საკრებულოებისა და პარლამენტის შუალედური არჩევნები ქვეყნის მასშტაბით 410 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. არჩევნების დღე ყველაზე უფრო დაძაბული ზუგდიდშია, ერთმანეთს მმართველი გუნდი და ნაციონალური მოძრაობის წვერები დაუპირისპირდნენ.
„ქართულმა ოცნებამ“ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც მათივე მტკიცებით, ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე, სავარაუდოთ ისინი საუბრობენ, სიტუაციის დაძაბვაზე და აცხადებენ, რომ „არჩევნების მოგების ან წაგების შემთხვევაში ზუგდიდი და აჭარა მაინც უნდა ადუღდეს“. ჩანაწერში ისმის, რომ აჭარა არის ძალიან დიდი რეგიონი და ლევან ვარშალომიძეს ყავს ბევრი მხარდამჭერი.