შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი აჭარაში

18 მაისი 2019, 15:05 1380 ნახვა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, გენერალური დირექტორი აჭარაში მოღვაწე მეცნიერებს შეხვდა. ზვიად გაბისონიამ ფონდის ახალი პროგრამები წარადგინა და განათლების რეფორმების ფარგლებში დაგეგმილ სიახლეების შესახებ ისაუბრა. მისივე განმარტებით, დაგეგმილია ფონდის აქტივობები, პროგრამების ინიცირება და პროექტები ახალი სქემით დაფინანსება.

რეგიონში მოღვაწე პროფესორებმა, სამეცნიერო სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ერთ-ერთ გამოწვევად მიზნობრივი დაფინანსება დასახელდა. ფონდის წარმომადგელები მეცნიერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვდებიან. ფონდი ადმინისტრირებას უწევს 20-ზე მეტ საკონკურსო პროგრამას, მათ შორის, 15 ეროვნულ, 10-მდე საერთაშორისო ბილატერალურ კონკურსს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში