საქართველოს პარლამენტში აჭარიდან 6 მაჟორიტარი დეპუტატია: მურმან დუმბაძე, ანზორ ბოლქვაძე, როსტომ ხალვაში, იაშა შერვაშიძე, ომარ მეგრელიძე და ფატი ხალვაში. მათგან ორი: ანზორ ბოლქვაძე და ფატი ხალვაში წლევანდელ არჩევნებზეც იბრძოლებენ მანდატებისთვის. ბოლქვაძე ამჯერად “ქართული ოცნების” სახელით. ჩვენ დავინტერესდით მოსახლეობის აზრით – როგორ აფასებენ ქობულეთისა და ხულოს მცხოვრებლები მაჟორიტარების გასული 4 წლის საქმიანობას?