18 წელი ვაშლოვანის ტრაგედიიდან

18 აპრილი 2016, 00:00 3367 ნახვა

18 წელი გავიდა სოფელ ვაშლოვანის მიმდებარედ სატბაოს ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიური უბედურებიდან. ხულოს გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლებმა დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და მემორიალი გვირვინით შეამკეს. 1998 წლის 18 აპრილს მთა კარათიდან, თოვლის დნობის შედეგად ნახევარი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასა ჩამოიშალა და 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყო მცირეწლოვანი ბავშვი, ორი ცხედარი კი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. 

ამავე კატეგორიაში