დღეს გიორგობაა. დღესასწაულთან დაკავშირებით, ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა ჩატარდა. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.
წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იმპერატორს განუდგა. რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა.
წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ქრისტიანობისთვის ეწამა. გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 6 მაისს წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავენ.