„მედია პოლარიზების დაძლევა საქართველოში“ - მედიაფორუმი

03 მაისი 2019, 12:13 1498 ნახვა

საქართველოში  მედიის განვითარების ინდექსი გაუარესდა, 2018 წელს ინდექსი 2,26 იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული მედია შერეულად მდგრადი სისტემით ხასიათდება. წინა წლებთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0,06 ქულით შემცირდა.

მონაცემები ბათუმში მიმდინარე  მედიაფორუმზე გაჟღერდა. როგორც მედიის განვითარების მკვლევარებმა აღნიშნეს, პრობლემები ფიქსირდება პროფესიული ჟურნალისტიკის, პლურალისტური მედიაგარემოს და ბიზნესმენეჯმენტის კუთხით.

უარყოფითად შეფასდა მაუწყებლის შესახებ კანონში შესული ცვლილებები. ფორუმის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა. მედიაფორუმი ხვალ დასრულდება

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი