ადლიის დასახლებაში მცხოვრებლები გადაკეტილი სანაპირო ზოლის გახსნას ითხოვენ. მათი განცხადებით, ნაპირსამაგრ სამუშაოებს ჰოლანდიური კომპანია აწარმოებს, სწორედ მათ შემოღობეს ზღვასთან გასასვლელი. მშენებლობა, რომელიც 2-კილომეტრიან ზოლს მოიცავს, წელიწადნახევარში დასრულდება. ადლიელები, ასევე, დასახლებაში არსებული სასტუმროების მეპატრონეები ითხოვენ, რომ სანაპიროს გარკვეული მონაკვეთი, გაიხსნას.
კომპანიის თანამშრომლები თვლიან, რომ სამშენებლო მოედანი ბანაობისთვის უსაფრთხო არ არის და ზოლის გახსნის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ აიღებენ. მათი თქმით, აკრძალვა ბათუმის მერიასთან შეთანხმებულია. მერიაში საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.