გონიოში სამხედრო წვრთნების დროს დაკარგული ორი ჯარისკაცის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სამხედრო მოსამსახურეების გადარჩენის ოპერაციაში აშშ-ს სპეცდანიშნულების ძალებიც ჩაერთვნენ. საქმის გარემოებების დადგენის მიზნით შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა.