ამნისტიის შესახებ კანონით მოსარგებლეთა სტატისტიკა

28 ივნისი 2017, 20:00 868 ნახვა

    არასწორი მონაცემებით პირადობის დამასასტურებელი ნებისმიერი სახის დოკუმენტის დამზადებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან რამდენიმე ათასი  მოქალაქე გათავისუფლდა. მათ ამნისტიის კანონით ისარგებლეს, რომელიც 2015 წელს ამოქმედდა.

ინიციატორი იუსტიციის სამინისტროა და იგი იმ პირებზე ვრცელდება, რომლებმაც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში შესწორება თვითნებურად 2009 წლამდე შეიტანეს და დოკუმენტით კანონის ამოქმედებამდე ისარგებლეს. არასწორი მონაცემებით პირის მიერ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის დამზადება კანონით დასჯადი ქმედებაა და იგი კარიმასთან ერთად სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, პატიმრობასაც ითვალისწინებს. ამნისტიის პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება.   

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი