აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეროს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა. მხარეებმა ურთიერთ-თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შედეგებზე ისაუბრეს. განიხილეს სამომავლო დაგეგმები. ზურაბ პატარაძემ ნილს სკოტს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
გაეროს ხელშეწყობით აჭარაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა, მათ შორისა აჭარის აგროსერვის ცენტრი და ბათუმის ბიზნეს-ინკუბატორი, აჭარის დაცული ტერიტორიების ხელშეწყობა, ასევე, ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარება რეგიონში.