მერაბ ღოღობერიძეს ბრალი დაუმძიმდა

03 ივნისი 2017, 20:00 725 ნახვა

მერაბ ღოღობერიძეს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ განცხადება დღეს “კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელის ადვოკატმა გააკეთა.

პაატა შავაძის განმარტებით, თუ აქამდე ღოღობერიძეს მასობრივი არეულობის ორგანიზატორობას ედავებოდნენ, ახლა ბრალის ფორმულირება შეიცვალა და უშუალო ხელმძღვანელობა ბრალდება. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ გადაწყვეტილების უკან ძალოვანი უწყებების კონკრეტული ხელმძღვანელი პირების ინტერესები იკვეთებოდეს.

პაატა შავაძე აცხადებს, რომ მერაბ ღოღობერიძე ნებისმიერ შემთხვევაში უდანაშაულოა და ამის დამტკიცებას შეძლებს.აჭარის პროკურატურიდან კომენტარის მოპოვებას ჩვენ ამ წუთებშიც ვცდილობთ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი