დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. დაიწყო პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი. ადვოკატების თქმით, ექსპერტიზის დასკვნაში არ არის საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას დაამტკიცებს.