ქობულეთში, გელაურის დასახლებაში, ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პუშკინის, ვაჟა-ფშაველასა და პოპოვის ქუჩებზე სანიაღვრე არხები მოწესრიგდება, მოეწყობა ბორდიურები, გზის სავალ ნაწილზე კი დეკორატიული ფილები დაიგება. დამონტაჟდება სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები. სამუშაოები ოქტომბრამდე დასრულდება.