დღის და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივ შენობებში ხმაურის დასაშვები ნორმები - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს პარალემენტი პირველი მოსმენით განიხილავს.
პირველ ჯერზე ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ფიზიკური და იურიდიული პირი გაფრთხილებას მიიღებს. სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით. სანქცირება არ გავრცელდება ისეთ სამუშაოებზე, როგორიცაა სამშენებლო, სარემონტო სამუშაოები, რომლის ნებართვა გაცემულია თვითმმართველობის ორგანოების მიერ.