შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარფში დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. სამართალდამცველებმა, სარფში დაკავებულ პირს, პირადი ჩხრეკისას, 21 აბი „სუბოქსინი“ აღმოუჩინეს. სამართალდამცავების ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.