უკონტაქტო კარატეში ორგზის ევროპის ჩემპიონ ლევან ვერულიძეს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში უმასპინძლეს. დანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სპორტსმენი საპრიზო ადგილზე გავიდა და ამ მოგებით მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია მოიპოვა. ლევან ვერულიძე ივლისში ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იასპარეზებს.საწვრთნელ ვარჯიშებს სპორტსმენი ამჟამად ბათუმში გადის.