ვინ რა დოზით ტყუის აჭარაში? საუბარია პოლიტიკოსებზე, რომელთა განცხადებების სიზუსტესა და სიმართლესთან შესაბამისობას გაზეთი “ფაქტ-მეტრი” იკვლევს. ეს ვებ-გვერდ “ფაქტ ჩეკი”-ს ბეჭდვური ვერსიაა. მორიგი ნომერი ბათუმში წარადგინეს, სადაც მოყვანილია რამდენიმე პოლიტიკოსის მიერ ბოლო პერიოდში აქტუალურ საკითხებზე გაკეთებული განცხადებები. აღსანიშნავია, რომ პროექტი საქართველოს რეფორმების ასოციაციას ეკუთვნის. მისი დამფუძნებლების ნაწილი 8 ოქტომბრის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” სიით მონაწილეობს.