ბათუმში ე.წ. ჩასარიცხი აპარატის ქურდობის ფაქტზე 35 წლამდე მამაკაცი დააკავეს

14 აპრილი 2017, 20:00 951 ნახვა

ბათუმში ე.წ. ჩასარიცხი აპარატის ქურდობის ფაქტზე 35 წლამდე მამაკაცი დააკავეს.  შემთხვევა მელიქიშვილისა და მემედ აბაშიძის გამზირის კვეთასთან მოხდა. ეჭვმიტანილი ღამის 2 საათსა და 30 წუთზე, 6 მაისის პარკთან, აჭარის პოლიციის სამმართველოს კრიმინალური განყოფილების სამსახურის წარმომადგენლებმა აიყვანეს.  ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ. 
თვითმხილველების განცხადებით, ოპერაცია ხმაურიანი იყო და მასში ათეულობით პოლიციელი მონაწილეობდა. 
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლით აღიძრა. 35 წლის მამაკაცი  წინასწარ დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი