ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აჭარისწყალის თემის ცენტრში მდინარეს ნაპირი მიაქვს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, წყალმა მიწის მიტაცება მას შემდეგ დაიწყო, რაც მდინარე ჭოროხზე ჰესების მშენებელმა კომპანია „აჭარა ენერჯი 2007“- მა ხიდის ბურჯები გაამაგრა, ამ სამუშაოების დროს კი მდინარე აჭარისწყალმა კალაპოტი შეიცვალა. მდინარე დაახლოებით 10 მეტრით შეიჭრა თემის ტერიტორიაზე, სადაც მინი სტადიონი უნდა გაკეთებულიყო.