სახალხო დამცველის განცხადება

01 აპრილი 2017, 20:00 721 ნახვა

სახალხო დამცველი  დღეს  ასევე ყურადღებას აუტიზმის სპექტრის მქონეთა უფლებების დარღვევებზე ამახვილებს.  უჩა ნანუაშვილის განცხადებით საქართველოში, ბოლო ერთი წლის მანძილზე აუტისტური სპექტრის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით ხელშესახები ცვლილებები არ განხორციელებულა. ომბუდსმენის განმარტებით განსაკუთრებით მწვავეა ბავშვთა პრობლემები. ქვეყნის პირველი უფლებადამცველი  კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ  არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით გადადგას დროული და ქმედითი ნაბიჯები. უზრუნველყოს აუტისტური სპექტრის მქონე პირებისთვის აუცილებელი პროგრამების შექმნა, სერვისების განვითარება და გამართული ფუნქციონირება. პოზიტიური ღონისძიებების გატარებით აქტიურად დაუჭიროს მხარი მათი უფლებების დაცვას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი