ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში კეთილმოწყობითი სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პარკისა და ფასადების რეაბილიტაცია. დაიწყო პარკინგისთვის განკუთვნილი ტერიტორიის მოწყობა. მახუნცეთისთვის სიახლე იქნება საზაფხულო თეატრი, რომელიც პარკში მოეწყობა. კეთილმოეწყობა ჩანჩქერის სათავის მიმდებარე ტერიტორიაც. უკრაინელი ინვესტორის მიერ მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობაც. სამუშაოების საერთო ღირებულება 2 მილიონ 800 ათასი ლარია. სამუშაოები სამ ეტაპად განხორციელდება და 2018 წელს დასრულდება.