საქველმოქმედო კონცერტი მოეწყო ქედაში. მეოთხე კლასის მოსწავლე ბაჩუკი ბერიძის დასახმარებლად საჯარო სკოლებისა და სახელოვნებო სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ . ბაჩუკი ბერიძე სასწრაფოდ საჭიროებს ღვიძლის ტრანსპლანტაციას. იგი საყლაპავი ვენების ვარიკოზული გაგანიერებით დაიბადა. მას ოპერაცია ბელარუსიაში უნდა გაუკეთდეს, რომელიც დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამ ეტაპისთვის მხოლოდ გამოკვლევა 6 ათას 900 დოლარს საჭიროებს.თანხის შეგროვება კვლავ გრძელდება