დღეს აქტიურობდნენ „ნაციონალური მოძრაობის” ქედის ორგანიზაციის წევრებიც. ვაჟა ბოლქვაძე ქედის გამგებელს კორუფციაში ადანაშაულებს. როგორც რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, სამი სოფლის სასმელი წყლის ავზის მშენებლობა გამგეობამ ისე ჩაიბარა, რომ სამუშაოები დასრულებული არ არის. ქედის გამგებლის მოადგილე შესრულებულ სამუშაოებს დადებითად აფასებს და ოპოზიციის ბრალდებას უარყოფს. გურამ ბერიძის განმარტებით, სამივე სოფლის მოსახლეობა ალტერნატიული წყლით სარგებლობს, რადგან ახალ ავზზე ჯერ აბონენტები დაერთებული არ არიან. წყლის სისტემის მშენებლობისთვის 549 ათასი ლარი დაიხარჯა.