საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება

21 მარტი 2017, 20:00 743 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. მიხიელ ჯანელიძე დღეს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების შეხვედრაში მონაწილეობს.  
   მინისტერიალის ფარგლებში,  "ისლამური სახელმწიფოდან" მომდინარე საფრთხეებზე, კოალიციის მიერ წარმოებულ ოპერაციებზე და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზეიმსჯელებენ.
    „საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ანტიტერორისტული საქმიანობის კუთხით. ჩვენი კონტრიბუცია მაღალია, როლი და მნიშვნელობა კი დიდი. ამერიკის შეერთებულ შტატებთან  თანამშრომლობა  რეგიონში უფრო მეტი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შექმნისკენ არის მიმართული“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
   საქართველო 2014 წლიდან გლობალური კოალიციის წევრია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი