„2016 წელს სკოლადამთავრებული ქართველი ახალგაზრდები ორ ნაწილად გაიყო- 75% უმაღლეს სასწავლებლებში, 25% კი -პროფესიულში წავიდა“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განათლების რეფორმის კონცეფციაზე საუბრისას განაცხადა.
ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, მთავარი აქცენტი იმაზე კეთდება, რომ უმაღლესი განათლებიდან ხალხი პროფესიულ განათლებაში „გადაიტყუონ“.
მინისტრის თქმით, რეფორმის ერთერთი მთავარი ნაწილი სკოლა იქნება, სადაც ბავშვები, მისი თქმით, „დატანჯულები“ არ იქნებიან. „ვაპირებთ, სკოლა გავხადოთ სახალისო, საინტერესო, არაგადატვირთული ადგილი, სადაც ბავშვებს სიხარულით ენდომებათ წასვლა“, - ამბობს ჯეჯელევა.