ამ წუთებში ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან. შვიდი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წევრები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციებს ისმენენ. უცხოელ სტუმრებს იმ საკანონმდებლო ინიციატივებს აცნობენ, რომელთა გატარებაც მესამე სექტორის წარმომადგენელთა თქმით, მნიშვნელოვანია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეები ტექნოპარკს დაათვალირერებენ. მოგვიანებით კი შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან არის დაგეგმილი.