აქცია - კონცერტი რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად

10 მარტი 2017, 20:00 738 ნახვა

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია-კონცერტს გამართავს. ორგანიზატორები მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ განუმარტავენ ვითარებას, რაც სამაუწყებლო კომპანიის გარშემოა შექმნილი. „რუსთავი 2“-ის საქმეს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო განიხილავს. 7 მარტს ცნობილი გახდა, რომ მოსამართლეთა კოლეგიამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საქმის არსებითად განხილვამდე შეაჩერა. უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, სასამართლო დავა საქმეზე 2 წელია სხვადასხვა ინსტანციაში მიმდინარეობდა. 

ამავე კატეგორიაში