ქედის მუნიციპალიტეტში შემავალ 64 სოფელში სანაგვე ურნების განთავსება დაიწყო. სოფლებიდან ნარჩენების გატანას წელს კომპანია "ქედის კომუნალ-სერვისი" უზრუნველყოფს. გამგეობამ ერთი თვის წინ, სესხით, სპეციალური ნაგავმზიდი შეიძინა. სოფლების ცენტრებსა და იმ მდინარეების მიმდებარედ, სადაც მოსახლეობა ნაგავს ყრის, 80 ურნა განთავსდება. „ქედის კომუნალ-სერვისი“ ნარჩენებს კვირაში სამჯერ გაიტანს. სამომავლოდ დამატებით 50 ურნის შეძენა იგეგმება.