საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაცია, რომელსაც ხელი 1-ელ მარტს მოეწერა, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში დღეს გამოქვეყნდება, 20 დღეში კი ამოქმედდება.
რაც იმას ნიშნავს, რომ 28 მარტიდან ქართველები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით, უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.
საუბარია ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაზე.