უსკოს-ს წინასწარი მონაცემებით ''ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს'' სიიდან აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 8 კაცი მოხვდა

09 ოქტომბერი 2016, 20:00 924 ნახვა

   უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს სიიდან აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 8 კაცი, ნუგზარ სურმანიძე, დავით  გაბაიძე, ირაკლი ჭეიშვილი, ცოტნე  ანანიძე, დავით  თევდორაძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, დავით  ბაციკაძე და ნინო  ჩხეტია მოხვდნენ.  ხოლო მეორე პარტია, რომელიც უმაღეს საბჭოში 5 მანდატს აიღებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. სიის ხუთეული ასე გამოიყურება; ლევან ვარშალომიძე, პეტრე ზამბახიძე, გია აბულაძე, გიორგი დიასამიძე და ელგუჯა ბაგრატიონი. ხოლო რაც შეეხბა „ნინო “ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობასა” და საქართველოს პატრიოტთა ალიანსს,  ბოლო მონაცემებით, მათ საბჭოში თითო თითო მანდატი მიიღეს. გიორგი ცინცქილაძე - ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობიდან, ხოლო დავით თარხან მოურავი  “საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან”.

აღსანიშნავია, რომ ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოში ნინო ჩხეტია შესაძლოა ერთადერთი დეპუტატი ქალი  იყოს.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი