პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურების გამართვის ბოლო ვადა 2 ნოემბერია

09 ოქტომბერი 2016, 20:00 794 ნახვა

პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურების გამართვის ბოლო ვადა 2 ნოემბერია. ”საარჩევნო კოდექსის” გათვალისწინებით, თუ არჩევნების პირველ ტურში პარლამენტის წევრი ვერ აირჩიეს, ცესკო შედეგების შეჯამებასთან ერთად, არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს, რომელიც პირველი ტურიდან, არაუგვიანეს 25-ე დღისა იმართება.

განმეორებით არცევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობს, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. იმ შემთხვევაში, თუ 2-ზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან რამდენიმე კანდიდატმა ერთნაირი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე ტურში ყველა ზემოაღნიშნული პირი მიიღებს მონაწილეობას.

არჩევნების მეორე ტურში არჩეულად დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.   

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი