საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასებები

09 ოქტომბერი 2016, 20:00 806 ნახვა

   საარჩევნო პროცესის დასრულების შემდგომ, ჩვენ მზად ვიქნებით ვიმუშავოთ დემოკრატიულად არჩეულ ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე- პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინისა და ევროკომისრის იოჰანეს ჰანის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხება.

დოკუმენტში  ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაკეთებული წინასწარი დასკვნიდან შეფასებაა მოყვანილი, რომლის თანახად არჩევნები კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში ჩატარდა და ზოგადად, ადამიანის ძირითადი უფლებები დაცული იყო.

 ევროლიდერთა განცხადებით, კამპანიისთვის დამახასიათებელ მშვიდ და ღია გარემოზე ზეგავლენა იქონიეს არაკანონიერი კამპანიის წარმოების შესახებ განცხადებებმა და ძალადობის ცალკეულმა შემთხვევებმა. ევროკავშირი საქართველოს სტაბილური, დემოკრატიული და კეთილდღეობით აღსავსე მომავლის ერთგული მხარდამჭერია. ახალ პარლამენტში არჩეულმა ყველა წევრმა ერთად უნდა იმუშავოს საქართველოს ინტერესების საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი