ცესკო-ს ბოლო მონაცემები

08 ოქტომბერი 2016, 20:00 1021 ნახვა

    “შედეგები, რომლებიც რამდენიმე უბნის მიხედვით არის დათვლილი, ჯერჯერობით აჩვენებს სურათს, რომ შესაძლებელია საკმაოდ დიდი რაოდენობის საარჩევნო ოლქებში   მეორე ტური გაიმართოს“,, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისივე თქმით, მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს „ოქმების შეტანა“.

 „ამ ეტაპზე დამუშავებულია 1 415 ოქმი, რომლის შედეგებიც უკვე ხელმისაწვდომია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე. თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით შესაძლებელია ინდივიდუალურად მაჟორიტარი კანდიდატების შედეგების ნახვა“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

    მისივე თქმით, ამ ეტაპზე ზუსტად ვერ განისაზღვრება, რამდენ საარჩევნო ოლქში გაიმართება მეორე ტური.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი