სუამის სადამკვირვებლო ჯგუფის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო ვალდებულებებისა და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, ეუთო-სა და ევროპის საბჭოს სტანდარტების, ეროვნული კანონმდებლობისა და ცესკოს მიერ დადგენილი წესების და პროცედურების მიხედვით ჩატარდა.
სუამის სადამკვირვებლო მისიის ეგდით 8 ოქტომბრის არჩევნებს აზერბაიჯანის პარლამენტიდან დეპუტატი ალი მასიმლი, უკრაინის უმაღლესი რადადან ივან კრულკო, იაროსლავ მარკევიჩი და ალექსანდრ ჩერნენკო დააკვირდნენ. სადამკვირვებლო ჯგუფში შედიოდა სუამის გენერალური მდივანი ალტაი ეფენდიევი.
ისინი საარჩევნო პროცესს თბილისის, მცხეთისა და წეროვანის რამდენიმე საარჩევნო უბანზე დააკვირდნენ.