„ქართულ ოცნებაში“, არჩევნების მიმდინარეობა, 12 საათის მონაცემებით შეაფასეს. როგორც შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, ამ დროისთვის უბნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. მისივე განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უპასუხა. ირაკლი ჭეიშვილი უარყოფს პარტიის წევრების ბრალდებებს და აცხადებს, რომ პროვოკაციები, პირიქით, მათი მხრიდან შეინიშნებოდა. იგი ასევე, ე.წ „კარუსელის“ არსებობასაც გამორიცხავს.