აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის პასუხი

06 ოქტომბერი 2016, 20:00 1002 ნახვა

რეკომენდაციებისა და რჩვებისთვის მესამე სექტორის წარმომადგენლებსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მადლობას უხდის. ნატა იმედაიშვილის თქმით, რეკომენდაციები აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მხოლოდ იმიტომ ვერ აისახა, რომ ის უკვე გამოცხადებული იყო. ნატა იმედაშვილის განმარტებით, შესარჩევ კრიტერიუმებში მეტი კონკრეტიკა ვერ აისახებოდა, რადაგან, შესაძლოა, დირექტორობის მსურველთა ნაწილს ეს დისკრედიტაციად ჩაეთვალა. რაც შეეხება კვორუმს, საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არსებული სიტუაციის შესაბამისად მიიღეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი