საკონსტიტიციო სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ მოსამართლეებზე ზეწოლის საქმე ”როდესღაც გამოძიებული იქნება”.
”შესაბამისი მტკიცებულებები ჩემს მიერ წარდგენილია. გამოძიება დასრულებული არ არის. მასალები 7 წლის განმავლობაში რჩება და როდესღაც გამოძიებული იქნება”, - განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.
დაახლოებით ორი თვის წინ გიორგი პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიზანმიმართულ ზეწოლაზე გააკეთა განცხადება.