30 სექტემბერს ყინულის სასახლე აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მეექვსე საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს. ღონისძიებაზე ოთხი ქვეყნიდან 60 კომპანიის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. როგორც საგამოფენო კომპანია “”Geonet Expo”-ს პიარ-მენეჯერი ხატია იაშვილი ამბობს, მონაწილე კომპანიებს, სამი დღის განმავლობაში, საშუალება ეძლევათ საკუთარი პროდუქცია ფართო მომხმარებელს გააცნონ და რეკლამირებაც გაუწიონ. ღონისძიების ერთერთი მხარდამჭერი „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოა“.
ავტორი: თიკო სუსარეიშვილი